მანგლისისა და წალკის ეპარქია(ქ. თეთრიწყარო, ქ. წალკა, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონები)დაბ. - 20.08.1949. ტყიბული; 1974 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი; 1980 - მცხეთის სემინარია; 14.02.1979 - ბერად აღკვეცა; 09.05.1979 - დიაკონი; 27.09.1979 - მღვდელი; 70.03.1981 - არქიმანდრიტი; 15.03.1981 - ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი; 29.06.1981 - მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსი; 1983-1992 - ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთის ეპისკოპოსი; 1988-1992 - საფინანსო განყოფილების თავმჯდომარე; 1990-1992 - ახალციხის სასულიერო სემინარიის რექტორი; 1992-1996 - მანგლისის ეპისკოპოსი; 1996 - მთავარეპისკოპოსი; 2002 - მიტროპოლიტი მანგლისისა და წალკისა; 1999 - ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი; 2001 - გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; 2002 - თეოლოგიის კათედრის გამგე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 2003 წ. 11 აპრილი - პროფესორი; 2005 - რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი; 2005 - ქართული ენის დიალექტიკის შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. მანგლისისა და წალკის ეპარქია ქრისტიანული საქართველოს უძველესი სამღვდელმთავრო სამწყსოა. ეპარქიის შემადგენლობაში შედის მანგლისის, თეთრიწყაროს (ძვ. გარისი), წალკის (ძვ. ეძინი) რაიონები. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მცხეთა-თბილისის, დასავლეთიდან ბორჯომისა და ბაკურიანის, ჩრდილოეთიდან სამთავისის და გორის, სამხრეთიდან ბოლნისისა და დმანისის, რუსთავისა და მარნეულის ეპარქიები. ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ ეპარქიათაგან მანგლისი მეოთხე სამღვდელმთავროდ იხსენიება. იგი 12 ეპარქიას შორის ახიზის, ერუშეთისა და წუნდის შემდეგ სახელდება, რაც მისი დიდი მნიშვნელობით იყო განპირობებული. საეკლესიო კუთხით მანგლისის დაწინაურებას საკათედრო ტაძრის აგება და იქ დაცული უმნიშვნელოვანესი სიწმინდეები განაპირობებდა.
ამჟამად ეპარქია მანგლისის ძველ სამღვდელმთავრო სამწყსოსთან ერთად წალკის კათედრის ტერიტორიასაც აერთიანებს. ვახუშტის ცნობით, მდინარე ქციის კიდეზე „არს ეკლესია გუმბათოვანი, წალკას დიდი, კეთილნაშენი, ზის ეპისკოპოსი, მწყემსი თრიალეთისა“. თუმცა წალკის განქალაქება და მისი სახელობის საეპისკოპოსო კათედრის ჩამოყალიბება მოგვიანებით მოხდა. ეპარქიაში ბევრ თავდადებულ და გამოჩენილ პიროვნებას უღვაწია. მრავალთაგან დიდგორის ომის - „ძლევაჲ საკვირველის“ გმირთა გახსენებაც კმარა, ასევე თეოდორე მღვდლისა, რომელიც „არა იქმნა განმცემელი მეფისა და ქვეყანისა... ამისთვის მოჰკუეთეს თავი და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა თანა“. საქართველოს ეკლესიის წმინდანია XVIII ს-ში მოღვაწე მანგლელი მღვდელმთავარი იოანე. 1917 წ. სექტემბერში აღდგა უძველესი და მრავალგანსაცდელგამოვლილი სამღვდელმთავრო კათედრა. მანგლისისა და წალკის საეპისკოპოსი ორ ძველ სამღვდელმთავრო სამწყსოს - მანგლისსა და წალკას აერთიანებს, და ორივე მათგანის ტერიტორიას მოიცავს. ქვეყნის ძნელბედობის ჟამს უძველეს ქართულ საქრისტიანო კუთხეში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჩაასახლეს. ეს მხარე დიდი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რამაც მართლმადიდებელი მრევლის შემცირება გამოიწვია. 1992 წლიდან მანგლისისა და წალკის ეპარქიის მღვდელმთავარია მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. მოქმედი ეკლესიები:
|
ძიება ბლოგზე
Thursday, June 14, 2012
მანგლისისა და წალკის ეპარქია.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment