თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია(ქ. ყვარელი, ქ. ლაგოდეხი, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონები)
მთავარეპისკოპოსი თადეოზი (მირიან იორამაშვილი)
დაბ. 1946 - გორი, ფლავი;
1977 - მღვდელი; 1979 - წილკნის ეპისკოპოსი; 1982 - აგარაკ-წალკის ეპისკოპოსი; 1984 - მანგლელი მთავარეპისკოპოსი; 1993-1995 - ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის მთავარეპისკოპოსი; 1995-2003 - ბოლნისისა და დმანისის მთავარეპისკოპოსი; 2003 - ბოლნისის მთავარეპისკოპოსი; 2005 - ფშავ-ხევსურეთისა მთავარეპისკოპოსი. ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელ მოსახლეობას საერთო სახელი „მთეულნი“ ეწოდებოდათ. მთეულნი კახეთის ჩრდილოეთით, არაგვისა და თერგის ხეობაში სახლობდნენ, სადაც თითოეულ კუთხეს თავისი საკუთარი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ყოფა-ცხოვრების შესაფერისი ტრადიციული სახელიც ჰქონდა. ამ მხარის უკიდურესი სამხრეთით, მდინარე ივრის დასავლეთ მხარეს მდებარეობდა „ერწუ“ ანუ „ერწო“. ერწოს ზემოთ იორზე იყო „თიანეთი“, რომელიც ადრიდანვე არა მარტო ქალაქურ დასახლებას, არამედ მთელ კუთხეს ერქვა. გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოველთა მთებზე შეფენილი იყო „ფხოეთი“. ფხოეთი, იგივე ფხოვი, XV ს-მდე ფშავისა და ხევსურეთის ზოგადი სახელი იყო. ამდენად, სამღვდელმთავროს გეოგრაფიული საზღვრები ვრცელდება აღმოსავლეთ საქართველოს მთის ისტორიულ კუთხეებზე - ფშავსა და ხევსურეთზე (ადრეული წერილობითი ძეგლების მიხედვით - „ფხოვზე“) და ერწოსა და თიანეთზე (გარკვეულ პერიოდში ეს მხარე „ჟალეთის ქვეყნის“ სახელით იყო ცნობილი).
ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, თანამედროვე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის იურისდიქციაში არსებული ტერიტორიები მუდამ მცხეთის საკათალიკოსოს გამგებლობაში ითვლებოდა. ქვეყნის საერთო ძნელბედობის გამო ხალხმრავლობით გამორჩეული მთის კუთხეები მოსახლეობისაგან იცლებოდა, მათი მასიური დაცარიელება რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და საუკუნეთა ნაცადი ყოფა-ცხოვრების ტრადიციული წესის მოშლის შემდეგ დაიწყო. XIX ს. დასაწყისიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ კახეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საეკლესიო ცხოვრება ერთ კახეთ-ალავერდის ეპარქიას დაექვემდებარა. 1917 წელს ავტოკეფალსიის აღდგენისას განახლდა წილკნის ეპარქიაც, რომელიც აერთიანებდა აღმოსავლეთ საქართველოს „მთეულთ“ - მთიულეთს, გადამაყარს, ხევს, ფშავს, ხევსურეთს, ერწო-თიანეთსა და სხვ. 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე წილკნისა და ალავერდის ეპარქიათა და ტერიტორიების საფუძველზე დაარსდა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია. ეპარქიის ამგვარი სახელწოდება - „თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის“ - არ გვხვდება საქართველოს საეკლესიო წარსულიდან, თუმცა იგი არსით საუკუნეთა წინათ გაუქმებული „ჟალეთის“, შემდეგ კი ძველი „ხარჭაშოს“ ეპარქიის განახლებას ნიშნავს (ხარჭაშოს ეპისკოპოსი „ხარჭაშნელად“ იწოდებოდა). წმიდა სინოდის განჩინებით და უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ახლად დაარსებული ეპარქიის მღვდელმთვარად კრებამ გამოირჩია ხევისა და სტეფანწმიდის ეპარქიის აჩხოტის და წმიდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი იეგუდიელი (ტაბატაძე). 2005 წლის გაზაფხულზე მეუფე იეგუდიელს ბოლნისის სამწყსო ერწმუნა, ხოლო მაღალყოვლადუსამღვდელოეს ბოლნელ მთავარეპისკოპოს თადეოზს - თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიისა. |
ძიება ბლოგზე
Thursday, June 14, 2012
თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment